"ეს სისასტიკეა მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ... ომი უნდა დასრულდეს" | სტოლტენბერგი ბუჩაზე

გამოქვეყნდა:

ნატოს გენერალურმა მდივანმა ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვას "სისასტიკეს" უწოდა და თქვა, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს. იენს სტოლტენბერგმა ეს განცხადება CNN-ის ჟურნალისტის კითხვის - "იყო თუ არა გენოციდი ბუჩაში მომხდარი ფაქტები", საპასუხოდ გააკეთა. 

„ეს არის სისასტიკე მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, რომელიც ევროპაში ათწლეულების განმავლბაში არ გვინახავს. და ეს საშინელებაა და აბსოლუტურად მიუღებელია, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები ხდებიან სამიზნე და მათ კლავენ. და ეს უბრალოდ ხაზს უსვამს რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს“, - განუცხადა მან.

ცნობისთვის, უმძიმესი კადრები გაავრცელა უკრაინის ხელისუფლებამ გათავისუფლებული ბუჩადან, სადაც რუსების მიერ მოკლული 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იპოვეს.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი