პოლონეთის პრეზიდენდი ანდჟეი დუდა უკრაინაში, კიევის ოლქის სხვადასხვა ქალაქებში რუსების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას ეხმაურება და წერს, რომ უკრაიანას ახლა სამი რამ სჭირდება - იარაღი, იარაღი და მეტი იარაღი.

"კრიმინალებს უნდა ეწოდოთ კრიმინალები, სასამართლოს წინაშე წარსდგნენ და დაისაჯონ. ბუჩას სურათები უარყოფს რწმენას, რომ ჩვენ ნებისმიერ ფასად უნდა ვეძებოთ კომპრომისი. სინამდილეში, უკრაინის დამცველებს უპირველეს ყოვლისა სჭირდება 3 რამ: იარაღი, იარაღი და მეტი იარაღი", - წერს ის.

უკრაინა აცხადებს, რომ კიევის მახლობლად მდებარე ქალაქებში 410 ცხედარი იპოვეს. სულ მცირე 300 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაცვლილი ნახეს ბუჩაში, მას შემდეგ, რაც უკრაინამ ტერიტორიაზე კონტროლი დაიბრუნა. გარდაცვლილი მოქალაქეების ცხედრებით სავსე იყო ქუჩები, მათ ეტყობოდათ წამების კვალი, ჩანს, რომ ნაწილის დაწვა სცადეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი