რუსეთის რეჟიმისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიმართ ერთგული ვრჩები - ტრუდო

გამოქვეყნდა:

რუსეთის რეჟიმისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიმართ ერთგული ვრჩებით - ამ განცხადებით  რუსეთის მიერ უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას კანადის პრემიერმინისტრი, ჯასტინ ტრუდო გამოეხმაურა.

"ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას, რუსეთის რეჟიმისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიმართ ერთგული ვრჩებით. გავაგრძელებთ ყველაფრის კეთებას, რაც შეგვიძლია უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. ამ საშინელი და შემზარავი თავდასხმების პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან" - წერს ჯასტინ ტრუდო. 

უკრაინა აცხადებს, რომ კიევის მახლობლად მდებარე ქალაქებში 410 ცხედარი იპოვეს. სულ მცირე 300 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაცვლილი ნახეს ბუჩაში, მას შემდეგ, რაც უკრაინამ ტერიტორიაზე კონტროლი დაიბრუნა. გარდაცვლილი მოქალაქეების ცხედრებით სავსე იყო ქუჩები, მათ ეტყობოდათ წამების კვალი, ჩანს, რომ ნაწილის დაწვა სცადეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი