საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ სურს დაინახოს რუსული ნახშირისა და ნავთობის ექსპორტის სრული დაბლოკვა ევროკავშირში ამ კვირაში, მას შემდეგ რაც ბუჩადან "ომის დანაშაულის" ამსახველი მასალები გავრცელდა.

ორშაბათს ფრანგულ მაუწყებელ France Inter-ზე საუბრისას მაკრონმა თქვა, რომ "ძალიან აშკარა ნიშნებია" ბუჩაში ჩადენილი ომის დანაშაულებზე და საკმარისადაა დადასტურებული, რომ ამაზე პასუხისმგებლობა რუსეთის არმიას ეკისრება.

"ჩვენ უნდა გვქონდეს სანქციები, რომლებიც შეაჩერებენ იმას, რაც იქ (ბუჩაში) მოხდა, რაც ხდება მარიუპოლში, - თქვა მან.

მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ ამ კვირაში ევროპელ პარტნიორებთან ექნება დისკუსიები შემდგომი სანქციების შესახებ. "ვინც ამ დანაშაულის უკან დგას, პასუხი უნდა აგოს მათზე" აღნიშნა მაკრონმა და დაამატა, რომ არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე.

მაკრონმა, ასევე, აღნიშნა, რომ საფრანგეთი მზადაა დაეხმაროს უკრაინას ბუჩაში მომხდარის გამოძიებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი