პარტია "ლელო საქართველოსთვის" ითხოვს, რომ 5 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდეს ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის გამო. პარტია აცხადებს, რომ რუსეთის ქმედება ცალსახად ომის დანაშაულს წარმოადგენს და ის გამოძიებული და დასჯილი უნდა იყოს საერთაშორისო სამართლის სტანდარტების შესაბამისად.
"ლელო საქართველოსთვის" მოითხოვს:
- 5 აპრილი გამოცხადდეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გლოვის დღედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებთან, სისასტიკესთან და მშვიდობიან მოქალაქეთა მკვლელობასთან დაკავშირებით.
- ხელისუფლებამ გამოიყენოს ყველა საერთაშორისო პლატფორმა, რათა რუსეთმა პასუხი აგოს უკრაინაში ჩადენილი უსასტიკესი დანაშაულებებისათვის, მათ შორის გააგრძელოს და გააძლიეროს ძალისხმევა, რათა ხელი შეუწყოს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას ჰააგის სასამართლოს მიერ.
- გაეწიოს აქტიური დახმარება უკრაინის ხელისუფლებას და მოხდეს 2008 წლის ომში რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილი დანაშაულების დოკუმენტირებისა და სამართალწარმოების მიმართულებით დაგროვილი გამოცდილების გაზიარება.
ამავე თემაზე: