პოლონეთის პრემიერი, მატეუშ მორავეცკი ევროპას მოუწოდებს რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გააფართოოს და გაამკაცროს. მისი თქმით, ევროპელმა ლიდერებმა ეს ზომები რაც შეიძლება მალე უნდა მიიღონ.
"სანქციები უნდა დაუწესდეს რუსულ საზოგადოებას. რუსეთისთვის ვიზების გაცემა უნდა აიკრძალოს გარდა ჰუმანიტარული ვიზებისა, მათთვის, ვინც ტოვებს ამ ფაშისტურ ქვეყანას. ჩვენ შევთავაზეთ სანქციები რუსეთის მმართველი პარტიის, პუტინის პარტიის ყველა წევრისთვის, რათა სხვებმაც აგონ პასუხი, ვინც ირჩევს და მხარს უჭერს პუტინს. ჩვენ შევიმუშავეთ რუსული ნავთობისა და გაზისგან თავის დაღწევის რადიკალური გეგმა. მოვუწოდებთ ყველა ევროპელ ლიდერს, გააკეთეთ ეს რაც შეიძლება მალე, ნუ გეშინიათ", - თქვა პოლონეთის პრემიერმა.
პოლონეთის პრემიერმა, ასევე, განაცხადა, რომ მთავარი პრობლემა გერმანიაა, რის გამოც ევროკავშირის რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ვერ აწესებს.