უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ბუჩაში ოკუპანტებმა მოსახლეობის მასობრივად, მთელი სისასტიკით ხოცვა მას შემდეგ დაიწყეს, რაც კიევი ვერ აიღეს.
"ბუჩაში რუსეთის სამხედრო დანაშაული სამ ეტაპად განხორციელდა. პირველი, როდესაც დაიპყრეს ქალაქი და ესროდნენ მშვიდობიან მოსახლეობას. ეს იყო ლუსტრაცია, რომ ვერ აიღეს კიევი. მერე მოსახლეობის ხოცვა და ცხედრების განადგურება დაიწყეს. ჩვენ ვნახეთ ხელებშეკრული ადამიანები. რუსები იცილებდნენ მათ სხვადასხვა მიზნით: კვალის დაფარვის მიზნით, ან სანიტარული აუცილებლობით. მაგალითად, ვიპოვეთ ოჯახი, რომელიც მანქანაში ჩაცხრილეს და შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით დაწვეს. ასევე, ჯარების გასვლისას ესროლეს და დაწვეს 5 ქალი. ჩვენ გვაქვს რუსეთის არმიის ქვედანაყოფების სია, რომლებიც სამხედრო დანაშაულებში მონაწილეობდნენ. კონკრეტულად ბუჩაში 7 გაერთიანება იყო, მათ შორის, კადიროვის დანაყოფებიც",- ამბობს არესტოვიჩი.
ცნობისთვის, NYT-მა ბუჩაში თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ ძალიან ბევრი ცხედარი, რომლებიც ქალაქში შესულმა უკრაინულმა ძალებმა აღმოაჩინეს, რამდენიმე კვირაა - ჯერ კიდევ მარტის შუა პერიოდიდანაა ქუჩებში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა ქალაქი 30 მარტს დატოვეს, რაც ნიშნავს, რომ ცხედრებით მიმოფანტული ქუჩები ჯერ კიდევ იმდროინდელია, როცა ბუჩა რუსული არმიის კონტროლქვეშ იყო.
იხილეთ ასევე: