რუსეთი ცვლის გეგმებს უკრაინასთან დაკავშირებით და ემზადება ომის ახალი ეტაპისთვის. ეს ახალი ეტაპი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვე ან მეტი - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა.
სალივანის განმარტებით, ოკუპანტები ეცდებიან ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების უფრო ფართო საზღვრების ხელში ჩაგდებას, რათა "შენიღბონ" წინა სამხედრო წარუმატებლობა. მან ასევე ივარაუდა, რომ დამპყრობლები გააგრძელებენ ნიკოლაივის ბლოკირებას და თავს დაესხმებიან ხარკოვს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ჯარები 24 თებერვალს, გამთენიისას, უკრაინის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ. მტერმა ჯერ სამხედრო ობიექტებზე ჩამოაგდო ბომბები, შემდეგ კი უკრაინის სხვადასხვა ნაწილში მდებარე მშვიდობიან ქალაქებს შეუტია, მათ შორის: კიევს, ხარკოვს, ოდესას, ხერსონს, ჩერნიგოვს და მარიუპოლს.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში გაჭიანურებული ომისთვის ემზადება. იხილეთ ასევე: