მტკიცებულებები ალბათ, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი - რადას დეპუტატი კონტრაბანდაზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის რადას დეპუტატი და თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის წევრი, ფეოდორ ვენისლავსკი ამბობს, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მიერ საქართველოზე გვრცელებულ ბრალდებაზე მტკიცებულებები, ალბათ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ამ თემაზე მან "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

"სრულად ვენდობი ინფორმაციას, რომელიც უკრაინის დაზვერვისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ იქნა მოწოდებული. არ არის საფუძველი, რომ არ ვენდო, მაგრამ ის მტკიცებულებები, რომლებსაც თქვენ ითხოვთ, ალბათ, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. თუ ასეთი მოღვაწეობა გაგრძელდება, ჩვენ დავინახავთ შესაბამის მტკიცებულებებს, რა თქმა უნდა", - განაცხადა რადის დეპუტატმა.

დეპუატატი ამბობს, რომ პირადად მისთვის განსაცვიფრებელია, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ არ დაუჭირონ მხარი მკაცრი სანქციების დაწესებას. 

ცნობისთვის, 4 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსები აყალიბებენ არხს საქართველოს გავლით, ყალბი საქონლის კონტრაბანდისთვის. მომხდარს ფინანსთა სამინისტრო გამოეხმაურა და მას ყოვლად დაუსაბუთებელი, აბსურდული ბრალდება უწოდა. იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი