ევროკავშირს სურს რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტის აკრძალვა სანქციების ახალი რაუდნის ფარგლებში. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ევროკავშირის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებმაც ვინაობის დასახელება არ ისურვებს მოლაპარაკებების სენსიტიურობიდან გამომდინარე.
2020 წლის სტატისტიკის მიხედვით, ევროკავშირმა თავისი ნახშირის 19,3% რუსეთიდან შემოიტანა, ასევე, ნავთობის 36,5% და ბუნებრივი აირის 41,1%.
თუმცა, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების მზარდმა მტკიცებულებებმა აიძულა კომისია, ნახშირი დაემატოს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტს.
ახალ პაკეტს ევროპელი ელჩები ოთხშაბათს განიხილავენ. სანქციების საბოლოო დამტკიცება მოლაპარაკებების შემდეგ მოხდება და წინადადებები შესაძლოა შეიცვალოს შეხვედრამდე.
ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა მხარს უჭერს რუსული ენერგიის პროდუქტების იმპორტის აკრძალვას, ზოგი კი ამტკიცებს, რომ ასეთი ნაბიჯი უფრო მეტად დააზარალებს საკუთარ ეკონომიკას, ვიდრე რუსეთის.