უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ კონტრაბანდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განმარტავს, რომ თუ უწყება ასეთ განცხადებას აკეთებს, ეს ნიშნავს, რომ ამის საფუძველი აქვს.
გონჩარენკო ამბობს, რომ რუსეთთან თანამშრომლობა საქართველოს მხრიდან დასაშვებია, იმ პოლიტიკური პოზიციების გათვალისწინებით, რაც დღევანდელ მთავრობას აქვს.
"უკრაინის თავდაცვის სამინისტოროს დაზვერვის სამსახური თანამშრომლობს საერთაშორისო დაზვერვასთან და თუ ისინი ასეთი ტიპის განცხადებას აკეთებენ - ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ ამის თქმის საფუძველი. ჩემთვის ახლა მნიშვენლოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს არ დაუწესა სანქციები, მიუხედავავდ იმისა რომ მას ოკუპირებული აქვს ქვეყნის 20%. პირიქით, ქვეყნებს შორის სავაჭრო გზები გაფართოვდა. სრულიად დასაშვებია, რომ რუსეთს სურს გამოიყენოს საქართველო და საქართველოს ტერიტორია საომარი ტექნიკის შესატანად. ასევე საქართველოს მხრიდან თანამშრომლობაც დასაშვებია, იმ პოლიტიკური პოიზიციების გათვალისწინებით, რაც საქართველოს დღევანდელ მთვარობას გააჩნია", - ამბობს გონჩარენკო.
ცნობისთვის, 4 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსები აყალიბებენ არხს საქართველოს გავლით, ყალბი საქონლის კონტრაბანდისთვის. მომხდარს ფინანსთა სამინისტრო გამოეხმაურა და მას ყოვლად დაუსაბუთებელი, აბსურდული ბრალდება უწოდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინას მოუწოდებს აღნიშნულზე მტკიცებულებები მიაწოდოს, ან ჩაითვლება, რომ გავრცელებული განცხადება წინასწარგანზრახული დეზინფორმაციაა.