უკრაინის პრეზიდენიტი, ვოლოდიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ ახლა მოლაპარაკება მიმდინარეობს თურქეთის შუამავლობაზე, რომ რუსეთმა მისცეს მას საშუალება, მარიუპოლიდან, დაჭრილები გემებით გაიყვანოს. უკრაინის პრეზიდენტი ამბბობს, რომ ამ მოლაპარაკების შედეგი ჯერ არ არსებობს.
თურქულ ტელეარხთან ინტერვიუში, ზელენსკიმ რუსი სამხედროების სასტიკ ქმედებებზეც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ყირიმს არ დათმობს.
"ჩვენ სულ უფრო მეტ გენოციდს ვხედავთ. ბუჩაში აღმოჩენილია მასობრივი სამარხი. მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ვიხილეთ ცხედრები ზურგს უკან შეკრული ხელებით, ორგანოების გარეშე. გუშინ ახალი ოჯახი ვიპოვეთ - მამა, დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი. ამიტომ ვამბობ, რომ ისინი ნაცისტები არიან. ისინი ვერასდროს გაამართლებენ თვიანთ ქმედებებს.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაურობამ და ყველამ, ვინც ამ ომის დაგეგმვაშია ჩართული, ვინც ბრძანება გასცა, სამხედრო დანაშაული ჩაიდინა. მარიუპოლში ჯოჯოხეთია. ათასობით მოკლული და დაშავებულია. მათირიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ისინი ცდილობენ ვითარების დაფარვას, თუმცა ათასობით ადამიანს ვერ დამარხავენ ან დამალავენ.
მსოფლიომ იხილა რეალური ვითარება. რაც შეეხება ყირიმს, მსოფლიოს ყველა ლიდერი მიიჩნევს, რომ ყირიმი უკრაინას ეკუთვნის. ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ, არ გვსურს ყირიმის დათმობა. ჩვენ ხაზი გავუსვით ყირიმის ვითარების დიპლომატიური გზით დარეგიულირების მნიშვნელობას", - თქვა ზელენსკიმ.
იხილეთ ასევე: