რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა 513 ხმით მიიღო, საუბარია ბუჩასა და სხვა უკრაინულ ქალაქებში, რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილ სისასტიკეზე და დოკუმენტში ის მოხსენიებულია, როგორც "ომის დანაშაული":
"ევროპარლამენტარები აღნიშნავენ შოკისმომგვრელ სისასტიკეს, „რაც უდავოდ წარმოადგენს ომის დანაშაულს“, ჩადენილი რუსული ჯარების მიერ უკრაინაში და განსაკუთრებით ბუჩაში. და მარიუპოლის, ვოლნოვახასა და სხვა ქალაქებისა და სოფლების სრული, ან თითქმის სრული განადგურება. ისინი ხაზს უსვამენ, რომ ომის დანაშაულის ჩამდენი პირები პასუხისმგებელნი უნდა იყვნენ და მოითხოვენ გაეროს სპეციალური ტრიბუნალის შექმნას უკრაინაში დანაშაულებისთვის" ნათქვამია რეზოლუციაში.
იხილეთ ასევე: