ანდჟეი დუდამ ევროპელ ლიდერებს სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა. პოლონეთის პრეზიდენტმა Nord Stream 2 -ის გაზსადენის დემონტაჟი მოითხოვა. განცხადება მან CNN-თან ინტერვიუს დროს გააკეთა.
დუდამ აღნიშნა, რომ პოლონეთი ეწინააღმდეგებოდა რუსეთსა და გერმანიას შორის გაზსადენების შექმნას და თქვა, რომ ეს იყო „პოლიტიკური პროექტები“ , რომლებიც პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების გვერდის ავლით შეიქმნა.
„რუსეთი აშანტაჟებს არა მხოლოდ გერმანიას, ახლა რუსეთი აშანტაჟებს, ფაქტობრივად, მთელ ევროპას“ - განაცხადა დუდამ.
უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, გერმანიამ Nord Stream 2-ის გაზსადენის ამოქმედება შეაჩერა. მოგვიანებით, ქვეყნის პრეზიდენტმა შტაინმაიერმა კი განაცხადა, რომ Nord Stream 2 შეცდომა იყო.