სანქციების მიზანია კრემლში გადაწყვეტილების მიმღებთათვის ნათელი გავხადოთ, რომ მათ უკანონო აგრესიას მძიმე ფასი აქვს - ბორელი

გამოქვეყნდა:

რუსეთის მიერ უკრაინაში ომისა და ჩადენილი სისასტიკის ფონზე ევროკავშირმა ეკონომიკური და პერსონალური სანქციების მე-5 პაკეტი მიიღო. 

"ეს უკანასკნელი სანქციები მიღებულ იქნა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ბუჩაში და რუსეთის მიერ ოკუპირებულ სხვა ადგილებში ჩადენილი სისასტიკის შემდეგ.

ჩვენი სანქციების მიზანია შეაჩეროს რუსული ჯარების უგუნური, არაადამიანური და აგრესიული ქცევა და კრემლში გადაწყვეტილების მიმღებთათვის ნათელი გავხადოთ, რომ მათ უკანონო აგრესიას მძიმე ფასი აქვს", - ამბობს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი. 

ცნობისთვის, დღეს ჯოზეფ ბორელი და ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში იმყოფებიან. ისინი პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდებიან და სხვადასხვა საკითხებს განიხილავენ. შეხვედრის ზუსტი დრო ჯერ ცნობილი არაა.

სანქციების ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ აქ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი