ამერიკა და დიდი ბრიტანეთი იკვლევენ მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე გავრცელებულ ინფორმაციას

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთი და ამერიკა იკვლევენ ცნობებს მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. არცერთი ქვეყანა ჯერ აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია სოციალური მედიის ცნობების შესახებ, რომლის მიხედვითაც რუსულმა ძალებმა განალაგეს პოტენციური ქიმიური საბრძოლო მასალა მარიუპოლში. ჩვენ ამ დროისთვის აღნიშნულს ვერ დავადასტურებთ. ვაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს", - თქვა პენტაგონის პრეს-მდივანმაჯონ კირბიმ.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ დეტალების გადასამოწმებლად პენტაგონთან ერთად მუშაობენ.

"ასეთი იარაღის ნებისმიერი გამოყენება იქნება ამ კონფლიქტის ხისტი ესკალაცია და ჩვენ პუტინს და მის რეჟიმს პასუხისგებაში მივცემთ", - დაწერა მინისტრმა.

ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაცია 11 აპრილს აზოვის ბატალიონმა გაავრცელა. იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი