"გაოცებული ვარ, ეს განცხადება არაადეკვატური მგონია, როცა ისინი გვეუბნებიან, ვინ უნდა იმუშაოს უკრაინის ხელისუფლებაში და ვინ არა. ეს, რა თქმა უნდა, საშინაო საქმეებში ჩარევაა" - ასე ეხმაურება უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო "ოცნების" ულტიმატუმს და კობახიძის განცხადებას, რომ მათ უკრაინაში ჩასვლას წინაპირობები აქვთ. ამის შესახებ გონჩარენკომ "მთავარ არხთან" ისაუბრა