მაკრონი: ფრთხილად უნდა ვიყოთ ტერმინთან გენოციდი, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ მოძმე ხალხებზე

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი არ ეთანხმება აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვებს, რომელმაც უკრაინაში ოკუპანტი რუსეთის ქმედებებს "გენოციდი" უწოდა.

"დღეს ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ტერმინებთან, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ მოძმე ხალხებზე" (რუს და უკრაინელ) - თქვა მაკრონმა ტელეკომპანია France 2-ის ეთერში.

 მაკრონმა აღნიშნა, რომ „საომარი დანაშაულის ყველა მტკიცებულება სამართლიანად უნდა იყოს გამოძიებული. ის, რაც უკრაინაში ხდება, მიუღებელია“.

"თქვენი ოჯახის ბიუჯეტი, თქვენი საწვავის ავზის შევსება, არც ერთი მათგანი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, გამოაცხადებს თუ არა დიქტატორი ომს და ჩაიდენს თუ არა ის გენოციდს ნახევარი სამყაროს მოშორებით",- განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაზის ტარიფებზე საუბრისას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი