კრემლის ბრძანებით, გადაწყვეტილია, ალყა შემოარტყან მარიუპოლსა და დონბასს - რეზნიკოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვი ამბობს, რომ კრემლს მარიუპოლისა და დონბასისთვის ალყის შემორტყმა სურს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ყველა ქვეყანამ გაიგოს რა ხდება ახლა უკრაინაში. 

ქალაქი, რომელიც ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას, ვითარება რთულია, თუმცა მარიუპოლი ჯერ ისევ უკრაინელების ხელშია.

"კრემლის ბრძანებით გადაწყვეტილია, რომ ალყა შემოარტყან მარიუპოლსა და დონბასს. მსგავსად, რაც ვნახეთ ბუჩაში, იგივეს ვხედავთ ირპენში, კრამატორსკში და დონბასში, ისინი არგძელებენ ომის დანაშაულების ჩადენას. ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა ქვეყანამ გაიგოს აქ რაც ხდება, ეს რელობაა, რომ რუსეთმა დაიწო მესამე მსოფლიო ომი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ. ეს შეიძლება მოხდეს თქვენ ქვეყნებშიც, თუ თავად არ შეაჩერებთ მას, სწორედ ახლა. არა მხოლოდ სანქციებით, არამედ იარაღით. ყოველი დღე კრიტიკულია, ჩვენი ხალხი ყოველდღიურად ღვრის სისხლს", - თქვა რეზნიკოვმა.

მარიუპოლში რუსეთს 9 მაისს "აღლუმის" გამართვა სურს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი