
უკრაინა მზად არის, პრორუსი ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი მარიუპოლის ყველა დამცველსა და მცხოვრებზე გაცვალოს. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა გააკეთა. ის ვარუდობს, რომ რუსეთი ამას არ დათანხმდება.
"ეს ნამდვილად ერთადერთი შეთავაზებაა, რომელიც შეიძლება მედვედჩუკს თავში მოუვიდეს და რომელზეც უკრაინას შეუძლია, დათანხდეს. ვფიქრობ, ჩვენ მზად ვართ, როგორც სახელმწიფო, ყველა ადამიანი წავიყვანოთ მარიუპოლიდან, რომ ისინი იქ არ დაიღუპონ, თუმცა, მგონია, რომ რუსეთი ამაზე არ წავა, რადგან მათთვის მარიუპოლი უკრაინის დაუმარცხებლობის სიმბოლო გახდა. რუსები კი დღეს საერთოდ ფსიქიკურად შეშლილები არიან უცნაურ სიმბოლოებზე. და მათთვის ქვეყნის დაუმარცხებლობის სიმბოლოს დანგრევა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია", - თქვა პოდოლიაკმა.
მედვედჩუკი 12 აპრილს სახელმწიფო ღალატისა და ტერორისტული ორგანიზაციისთვის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს. მან თავად შესთავაზა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს საკუთარი თავის მარიუპოლის დამცველებსა და მცხოვრებლებში გაცვლა.