უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი ჰქონდა თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან და განიხილეს მარიუპოლიდან, მშვიდობიანი მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაციის საკითხი 

"მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი გვქონდა პრეზიდენტ ერდოღანთან. პუტინთან მისი მოლაპარაკების წინა დღეს მე ხაზი გავუსვი მარიუპოლიდან, მათ შორის აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაციის და ბლოკადაში მოქცეული ჯარისკაცების დაუყოვნებლივ გაცვლის აუცილებლობას" წერს ზელენსკი ტვიტერზე.

შეგახსენებთ, თურქეთმა არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის გემების გამოყოფაზე, თუმცა ქალაქი ოკუპანტებს თითქმის უკვე 2 თვეა ალყაში ჰყავთ მოქცეული. "აზოვსტალის" ქარხანაში გამაგრებულ აზოვის ბატალიონისგან ისინი იარაღის დაყრას მოითხოვენ. ქარხანას აფარებს თავს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი