კიევში გამართულ შეხვედრაზე აშშ-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის მხარდაჭერა და განაცხადა, რომ 700 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს სამხედრო დახმარებისთვის.
თანხის დაახლოებით ნახევარი პირდაპირ უკრაინას გადაეცემა, დანარჩენი კი ნატო-ს წევრებსა და სხვა რეგიონულ მოკავშირეებს შორის გადანაწილდება.
გარდა ამისა, შეერთებული შტატები კიევს 165 მილიონი დოლარის საბრძოლო მასალას მიყიდის.
განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტობი ბლინკენისა და თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტის შემდეგ გაკეთდა.
პრეზიდენტი ზელენსკის გარდა, ბლინკენი და ოსტინი ასევე შეხვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას, თავდაცვის მინისტრს ოლექსი რეზნიკოვს და შინაგან საქმეთა მინისტრს დენის მონასტირსკის, იტყობინება CNN სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით. იხილეთ ასევე: