შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთი მარცხდება, უკრაინა კი იმარჯვებს. ამის შესახებ მან კიევში უკრაინის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა.
"რუსეთი ცდილობდა [უკრაინისთვის] წაერთმია სუვერენიტეტი, წაერთმია დამოუკიდებლობა - ეს მცდელობა ჩაიშალა.
ის ცდილობდა დაემტკიცებინა თავისი ეკონომიკისა და ჯარის სიძლიერე. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის საპირისპიროს ვხედავთ.
ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება ომი, თუმცა ვიცით, რომ სუვერენული დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იარსებებს, ვიდრე ვლადიმერ პუტინი იქნება სცენაზე",- თქვა ბლინკენმა.
ცნობისთვის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და თავდაცვის მდივნები უკრაინაში გუშინ, 24 აპრილს ჩავიდნენ, ისინი კიევში პრეზიდენტ ზელენკის შეხვდნენ. ომის დაწყების დღიდან ეს უკრაინაში შეერთებული შტატების ოფიციალური პირების პირველი ვიზიტია.
იხილეთ ასევე: