უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ს სახელმწიფო და თავდაცვის მდივნებთან შეხვედრისას მათ უკრაინისთვის თავდაცვითი და ფინანსური დახმარების, ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხი განიხილეს.
"ამ გადამწყვეტ მომენტში აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირების დელეგაციის ვიზიტი კიევში ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია.
სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან და თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან განვიხილეთ თავდაცვითი დახმარება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა და უსაფრთხოების გარანტიები.
მადლობა შეერთებულ შტატებს უპრეცედენტო დახმარებისთვის",- დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობისთვის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და თავდაცვის მდივნები უკრაინაში გუშინ, 24 აპრილს ჩავიდნენ, ისინი კიევში პრეზიდენტ ზელენკის შეხვდნენ. ომის დაწყების დღიდან ეს უკრაინაში შეერთებული შტატების ოფიციალური პირების პირველი ვიზიტია. იხილეთ ასევე: