არაგონივრულია შეერთება იმ სანქციებზე, რომელიც აგრესორზე ეფექტს არ მოახდენს - ბურჭულაძე

გამოქვეყნდა:

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის აზრით, არაგონივრულია საქართველო იმ სანქციებს შეუერთდეს, რომელიც რუსეთზე არანაირ ეფექტს არ მოახდენს.

როგორც ბურჭულაძემ თქვა, საქართველო ყველა კრიტიკულ სანქციას შეუერთდა.

"ის ფორმულირება, რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება, არ არის სწორი. ყველა კრიტიკულ სანქციას საქართველო შეუერთდა. ეს იქნება გაერო, ევროსაბჭო თუ კიდევ სხვა სანქციები. იმ სანქციებს, რაც არანაირ ეფექტს არ მოახდენს აგრესორზე და მხოლოდ დაიჩაგრება ჩვენი მოსახლეობა, არ არის გონივრული რომ შევუერთდეთ",- თქვა ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, 23 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მისთვის "გაუგებარია, რატომ არ დააწესა საქართველოს მთავრობამ სანქციები".

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი