მარიუპოლის მუზეუმებიდან ოკუპანტებმა 2 ათასზე მეტი უნიკალური ექსპონატი მოიპარეს - საკრებულო

გამოქვეყნდა:

მარიუპოლის საკრებულო აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობისგან "გაათავისუფლეს". უწყების ცნობით, მასალებს ამზადებენ, რომ სისხლის სამართლის პროცესი დაიწყონ ხელოვნების ნიმუშების გატანასთან დაკავშირებით.

"რასისტებმა დაადასტურეს მარიუპოლის მუზეუმებიდან 2 ათასზე მეტი უნიკალური ექსპონატის მოპარვა და დონეცკში გატანა.

ეს არის არქიპ კუინჯისა და ივან აივაზოვსკის ორიგინალური ნამუშევრები. უძველესი ხატები და უნიკალური ხელნაწერი ტორის გრაგნილი. ვენეციური სტამბის მიერ მარიუპოლის ბერძნებისთვის დამზადებული 1811 წლის სახარება და 200-ზე მეტი მედალი ხელოვნების ჰარაბეტის მუზეუმიდან", - წერს საკრებულო.

საკრებულო ამბობს, რომ ინტერპოლს მიმართავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი