
ჩვენი ხალხი ყოველდღე ხედავს და იმას, რაც შორეულ წარსულში უნდა დარჩენილიყო. ის, რაც 77 წლის შემდეგ ევროპაში არ უნდა დაბრუნებულიყო. მაგრამ, სამწუხაროდ, ვაცხადებ: დაბრუნდა - ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ლიდერებს ონლაინ ჩართვისას.
ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, კიევში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ დროს კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდოც იმყოფებოდა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ლიდერებს გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ჩვენი ხალხი ყოველდღე ხედავს და იმას, რაც შორეულ წარსულში უნდა დარჩენილიყო. ის, რაც 77 წლის შემდეგ ევროპაში არ უნდა დაბრუნებულიყო.
მაგრამ, სამწუხაროდ, ვაცხადებ: დაბრუნდა. ამიტომაც დაბრუნდა მთელი თავისუფალი სამყაროს სოლიდარობა. ამიტომ დაბრუნდა ისეთი ისტორიული ცნებები, როგორიცაა „ლენდ ლიზი“ და „მარშალის გეგმა“. მადლობა შეერთებულ შტატებსა და ჩვენს ევროპელ კოლეგებს ამ ინიციატივებისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ კვლავ გავერთიანდით ომის საწინააღმდეგო კოალიციაში, რათა გადავარჩინოთ დემოკრატია და თავისუფლება ევროპაში, რათა გარანტირებული იყოს მშვიდობა და უსაფრთხოება. მადლობელი ვარ თქვენი ამ სოლიდარობისთვის და ამ გაერთიანებისთვის." თქვა ზელენსკიმ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გამარჯვებისთვის უკრაინას იარაღი სჭირდება.
"როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, თავისუფლების ბედი წყდება ბრძოლის ველზე. ამიტომ, უკრაინამ უნდა მიიღოს ყველა ის იარაღი და თავდაცვითი აღჭურვილობა, რომელიც მას ტირანიის დამარცხების საშუალებას მისცემს. კერძოდ, M142 HIMARS და M270 MLRS სარაკეტო სისტემები და სხვა იარაღი, რომელიც უკრაინამ მოითხოვა თქვენი ძლიერი სახელმწიფოებისგან.
ისინი [იარაღი] რომ გვქონდეს, ბევრი ადამიანის გადარჩენას შევძლებდით ყველა იმ ქალაქსა და თემში, რომელიც რუსი ოკუპანტების სამიზნე გახდა. როგორიცაა ბელოგორივკა, ან მარიუპოლი" - თქვა მან.
ზელენსკიმ მადლობა გადაიხადა უკვე დაწესებული სანქციებისთვის, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს უნდა გაგრძელდეს - "ექსპერტთა სპეციალურმა საერთაშორისო ჯგუფმა მაიკლ მაკფოლისა და ანდრეი იერმაკის თავმჯდომარეობით, შეიმუშავა სამოქმედო გეგმა ამ ომის დროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასაძლიერებლად. აუცილებელია ამ სანქციების განხორციელება" ამბობს ზელენსკი.
"არავითარი ექსპორტ-იმპორტი რუსეთთან! სანამ რუსეთი ხარჯავს თავის გამომუშავებულ ფულს უკრაინაში და მთელ ევროპაში თავისუფლების განადგურებაზე, დემოკრატიული სამყარო პრინციპული უნდა იყოს თავის დაცვაში.
უნდა ვეძებოთ გზები, რომ გავლენა მოახდინოთ იმ პოლიტიკოსებსა და კომპანიებზე, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში" თქვა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, სანქციების სიაში უნდა იყოს ყველა რუსი თანამდებობის პირი, სამართალდამცავი და მოსამართლეები, რომლებიც "მუშაობენ ტირანიისთვის" ზელენსკის თქმით, მათ სანქციები ჯერ არ შეხებიათ.
"ყოველი რუსი სამხედრო დამნაშავე უნდა დაისაჯოს და გასამართლდეს საერთაშორისო თანამშრომლობის გზით. სავიზო შეზღუდვაა საჭირო რუსეთის მოქალაქეებისთვისაც, რათა მათ არ გამოიყენონ თავისუფალი სამყარო გასართობად და შოპინგისთვის. ყველამ უნდა იბრძოლოს ტირანიის წინააღმდეგ და არ მოერგოს მას" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას ახლაც და ომის შემდეგაც, ქვეყნის აღდგენისთვის ფინანსური დახმარება სჭირდება - "მივმართავ "დიდი შვიდეულის" ყველა მონაწილეს. დროა მოხსნას ორმხრივი ბარიერები ვაჭრობაში!" - თქვა ზელენსკიმ. მისი თქმით, რუსეთის ქმედებების გამო მსოფლიო სასურსათო კრიზისის ზღვარზეა და სწორედ ამიტომ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის, თავისუფლების გამარჯვებით.
"მეგობრებო! მივესალმები თითოეული თქვენგანის ძალისხმევას. მადლობელი ვარ თითოეული თქვენგანის იარაღისთვის, სანქციებისთვის და მხარდაჭერისთვის. მაგრამ დარწმუნებული ვარ, თქვენ ხვდებით, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი იარაღი, მეტი სანქციები, მეტი მხარდაჭერა თავისუფლების დაცვის უზრუნველსაყოფად, უსაფრთხოების დაფიქსირება ეფექტური შეთანხმების გაფორმებით უკრაინის მკაფიო გარანტიებით.
მე ვთავაზობ თქვენს სახელმწიფოებს, მსოფლიოს უდიდეს დემოკრატიულ ქვეყნებს, გახდნენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტი. იმიტომ რომ ეს არის მთელი ცენტრისა და აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების გარანტია. ამრიგად, ეს გარანტიას იძლევა, რომ თავისუფლება ყოველთვის გაიმარჯვებს" მიმართა პრეზიდენტმა ზელენსკიმ "დიდი შვიდეულის" ლიდერებს.
იხილეთ ასევე: