მოროდიორი რუსეთი და მისი მოკავშირეები. კიევი ღიად ადანაშულებს მოსკოვს უკრაინული ხორბლის მოპარვასა და გაყიდვის მცდელობაში და კრემლის გარდა პასუხისგებით ემუქრება მის პარტნიორებსაც. ვოლოდიმერ ზელენსკის ინტერვიუს შემდეგ, რომელშიც მან ღიად თქვა, რომ იცის თუ ვინ ეხმარება რუსეთს მოპარული ხორბლის გაყიდვაში, ყველას გაახსენდა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილსა და ევგენი ევტუშენკოვს შორის.
კრემლის ოლიგარქი ქართველ მეგობარს სწორედ ხორბლის ბიზნესში დახმარებას სთხოვდა, რისთვისაც საქართველოში ხელქვეითს აგზავნიდა. ბიძინა ივანიშვილს კი ამ ბიზნესში მთავრობის მონაწილეობა უნდა უზრუნველეყო.
"ოცნებამ" ამ ჩანაწერის შემდეგ უარყო ყველა ბრალდება, ჩნდება ეჭვი, რომ ქართველი ოლიგარქი და მისი პოლიტიკური კლანი შესაძლოა სწორედ უკრაინაში მოპარული ხორბლის რეალიზების სქემაში გეგმავდნენ მონაწილეობას.