ნატოს საზღვრები სანკტ-პეტერბურგს მიაღწევს, მოგესალმებით ახალ რეალობაში, ბატონო პუტინ - პოდოლიაკი

გამოქვეყნდა:

რუსეთმა საბოლოოდ დაღალა მთელი მსოფლიო, მოსკოვის მუქარა აღარავის აინტერესებს. ნატოს საზღვრები სანკტ-პეტერბურგის გარეუბნებს მიაღწევს - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ფინეთის პრეზიდენტისა და პუტინის სატელეფონო საუბარს.
პოდოლიაკის შეფასებით, სწორედ ასე შეიძლება ითარგმნოს დიპლომატიურიდან ჩვეულებრივ ენაზე  ფინეთის პრეზიდენტის პასუხი - „მოგესალმებით ახალ რეალობაში, ბატონო პუტინ" წერს  პოდოლიაკი ტვიტერზე.

შეგახსენებთ, ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტე რუსეთის პრეზიდენტს დღეს ტელეფონით ესაუბრა. როგორც ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში წერია, ნიინისტემ პუტინს უთხრა, რომ ფინეთი NATO-ში გაწევრიანებას მომდევნო დღეებში გადაწყვეტს.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი