
"სამივე შემთხვევაში, განაჩენის საფუძველი იქნება შიში - გამართლებაც, ჯარიმაც და პატიმრობაც" - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გადაცემაში "მთავარში", თამარ ბაღაშვილთან ინტერვიუს დროს საუბრობს.
"ჩემი აზრით, სამივე ვითარებაში განაჩენის საფუძველი იქნება შიში. გამართლება არის შიში - საერთაშორისო თანამეგობრობის, პირველ რიგში, ქართული საზოგადოების კრიტიკული მედიის და ა.შ. წინაშე.
ჯარიმა ასევე არის შიში რაც იქით არც აქეთ. ჩემთვის ჯარიმა და პატიმრობა ერთი და იგივეა. ამაზე ვილაპარაკე უკვე. მე ვეძებ სიმართლეს და გამართლებას ჩემსას და არა იმ საკითხის გადაწყვეტას. არ ველოდები ნამდვილად, კამერაში ვიქნები თუ კამერის გარეთ გამტყუნებული. ჩემთვის ეს ერთი და იგივე რამაა საერთოდ. მათ ურჩევნიათ, რომ კამერაში ვიყო თუ მამტყუნებენ. მათ გასაგონად კიდევ ერთხელ ვამბობ.
და მესამე, თუ ჩამსვამენ ეს არის შიში უკვე იმისი, რასაც მათი აზრით მე ასე ვთქვათ, ყველაზე კარგად გამოვხატავ, ყველაზე რეიტინგული და გავლენიანი კრიტიკული მედია, "მთავარი" და ასვეე მე ჩემი პოზიციონირება მაქვს ქართულ სოციუმში და კრიტიკულად განწყობილი ადამიანი ვარ ხელისუფლების მიმართ... ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ყველაფერი იქნება შიშის შედეგი", - ამბობს ნიკა გვარამია.
მისივე თქმით, ის არ აპირებს ჯარიმის გადახდას, "ეს აბსოლუტურად გამორიცხულია და მათ მოუწევთ ჩემი წილის დაყადაღება "მთავარ არხში", მეტი მე არაფერი არ მაქვს, საერთოდ. და ეს მედიაში შემოსვლაა. და იმაზე უფრო მეტად შემოსვლა, ვიდრე ჩემი ციხეში ჩასმაა. იმიტომ რომ ჩემი ციხეში ყოფნით, ეს წილი ხელშეუხებელი რჩება".
"ციხეში ყოფნას ვუყურებ ფილოსოფიურად. არ მიხარია, დანამდვილებით. პირველ რიგში, ვღელავ ჩემს ოჯახზე, მერე ვღელავ ჩემს ტელევიზიაზე, მაგრამ რას ვიზამთ, არათავისუფალ სამყაროში ამ ყველაფრისთვის უნდა იყო მზად" - ამბობს ნიკა გვარამია.
მისივე თქმით, მისი გამტყუნება "იქნება გამამტყუნებელი განაჩენი ამ ქვეყნისთვის და "ქართული ოცნებისთვის". ნიკა გვარამია განმარტავს, რატომ ფიქრობს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის ალბათონა გაცილებით მეტია:
რასაც მე ვუყურებ, იგივე სააკაშვილთან დაკავშირებითაც, G7-ზე რომ არ ვიყავით, კარგია თურმე, მინისტერიალზე რომ არ ვიქნებით NATO-სი, კარგია... ჩვენ საქმე გვაქვს კედელთან მიმწყვდეულ ვირთხებთან, რომელთაც ერთადერთი გასაძრომი დარჩათ და ეს გასაძრომი არის მარშრუტით რუსეთისკენ. და როცა ამ მარშრუტს ადგახარ, რაც მეტ გვარამიას დაიჭერ და რაც მეტ სააკაშვილს მოკლავ, მით უფრო ახლოს ხარ დანიშნულების წერტილთან, ანუ რუსეთთან. და ბუნებრივია, რომ ეს სჭირდება "ქართულ ოცნებას", რატომ უნდა გვეპარებოდეს ეჭვი. თუ შიშმა არ იმუშავა, პრაგმატულად, ისინი ასე მოიქცევიან, - ამბობს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებით, ნიკა გვარამიას საქმეზე, მოსამართლე თბილისის საქალაქო სასამართლოში, განაჩენს 16 მაისს, ორშაბათს, 10:00 საათზე გამოაცხადებს.
ბოლო სხდომა 11 მაისს ჩატარდა, სადაც დასკვნითი სიტყვის უფლებით ისარგებლა ნიკა გვარამიამ და მოსამართლეს მიმართა, რის შემდეგაც ლაშა ჩხიკვაძე სათათბიროდ გავიდა.
ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის "კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას". მასთან ერთად ბრალდებულია კიდევ ორი პირი - კახა დამენია და ზურაბ იაშვილი.
იხილეთ ნიკა გვარამიას დასკვნითი სიტყვა: