
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენს "რუსთავი 2"-ის საქმეზე დღეს, 10:00 საათზე გამოაცხადებს.
ცნობისთვის, ბოლო სხდომა 11 მაისს ჩატარდა, სადაც დასკვნითი სიტყვის უფლებით ისარგებლა ნიკა გვარამიამ და მოსამართლეს მიმართა, რის შემდეგაც ლაშა ჩხიკვაძე სათათბიროდ გავიდა.
ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის "კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას". მასთან ერთად ბრალდებულია კიდევ ორი პირი - კახა დამენია და ზურაბ იაშვილი.
იხილეთ ნიკა გვარამიას დასკვნითი სიტყვა: