
კრემლი ვერ ხედავს ვიქტორ მედვედჩუკის "აზოვსტალის" მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას - აცხადებს კრემლის პრესსპიკერი პესკოვი.
"მედვედჩუკი უკრაინის მოქალაქეა. მას არაფერი აქვს საერთო რუსეთთან და არც სამხედროა. აზოვსტალელების შემთხვევაში საუბარია სამხედროებზე და ნაციონალისტური ჯგუფების წევრებზე. ეს არის სრულიად განსხვავებული კატეგორიის ხალხი და ჩვენ ძნელად შეგვიძლია ვისაუბროთ რაიმე გაცვლაზე“, - აღნიშნა პესკოვმა.
რუსეთი ვიქტორ მედვედჩუკის აზოვსტალის მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას განიხილავს - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ, დუმის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეზე დაყრდნობით გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ პუტინის ნათლიმამად წოდებული ოლიგარქი, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 12 აპრილს, უკრაინიდან გაქცევის მცდელობისას დააკავა.