
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელიც ივანიშვილისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესების მოწოდებას მოიცავს, შეიძლება აღქმული იყოს, როგორც მინიშნება, რომ ქვეყანას სტატუსს არ მიანიჭებენ.
"ევროპარლამენტის რეზოლუცია შესაძლოა, აღქმული იქნას, როგორც ერთგვარი მინიშნება, რომ საქართველოს უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შესაძლოა, არ მიენიჭოს. ასე თუ მოხდება, ბუნებრივია ეს იქნება სრულიად ალოგიკური და უსამართლო გადაწყვეტილება. რაზეც საქართველოში მშვიდობით, სამართლის უზენაესობითა და ეკონომიკური წინსვლით დაინტერესბულ ყველა ადამიანს თავისი რეაქცია ექნება", - თქვა კობახიძემ.
კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ მოვლენებს წინ არ გაუსწრებს და დაელოდებიან საბოლოო გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას კულუარულ მოვლენებზე:
"გადაწყვეტილების შესაბამისად საზოგადოებას მივაწვდით მეტ ინფორმაციას კანდიდატის სტატუსის გარშემო განვითარებული კულუალური მოვლენებისა და შესაბამისი პირადი საუბრების შესახებ", - თქვა მან.
ასევე იხილეთ: