ჰოლივუდის მსახიობი ბენ სტილერი, გაეროს კეთილი ნების ელჩი, პოლონეთში ჩავიდა და ომისგან გაქცეულ ლტოლვილ უკრაინელთა ოჯახებს შეხვდა. სტილერი ასევე იმყოფებოდა უკრაინაშიც. 

სტილერი პოლონეთის სამხრეთ ქალაქ ჟეშოვში შაბათს ჩავიდა, რათა ომისგან გაქცეულთა საჭიროებებზე ინფორმაცია მიეღო, განუცხადა გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ BBC-ს

„მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები, მათგან 90%-ზე მეტი ქალი და ბავშვია. მე მოვედი, რომ გავეცნო, გავიზიარო ისტორიები, რომლებიც ასახავს ომის გავლენას ადამიანების ცხოვრებაზე და ყველას რაც შეიძლება ხმამაღლა მოვუწოდო სოლიდარობისკენ... ყველას აქვს უფლება უსაფრთხოების. ვინც უნდა იყოს. სადაც უნდა იყოს და როცა უნდა იყოს."- დაწერა მსახიობმა "ინსტაგრამზე". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი