უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩი რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ უკრაინაში "არ დაგიწყიათ, მაგრამ თქვენ ამ ყველაფერს უკვე ამთავრებთ".
"ამ ყველაფერზე ერთი პასუხი მაქვს: არ დაგიწყიათ, მაგრამ თქვენ უკვე ამთავრებთ ამ ყველაფერს. ყველა ეს მცდელობა ძალიან ხანმოკლეა. თვენახევარი და, ვფიქრობ, წინსვლის მცდელობა თანდათან მინელდება", - ამბობს არესტოვიჩი.
არესტოვიჩის თქმით, პუტინი ცუდ თამაშში ცდილობს კარგი სახე აჩვენოს. მისივე განცხადებით, პრეზიდენტმა იცის, რომ რუსული არმია უკრაინაში წარუმატებელია.
"მხოლოდ სულელს შეუძლია იფიქროს, რომ ყველაფერი კარგად მიდის", - დასძინა მან.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა დუმის ფრაქციების ლიდერებთან შეხვედრაზე თქვა, რომ ის უარს არ ამბობს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. მისივე განცხადებით, ჯერ უკრაინაში სერიოზულად არაფერი დაუწყიათ.