"ადამიანები პირდაპირ მანქანებში დაიწვნენ" | ვინიცაში დაღუპულთა რიცხვმა 30-ს გადააჭარბა

გამოქვეყნდა:

ვინიცაში დაღუპულთა რიცხვმა 30-ს გადააჭარბა - ამის შესახებ რადას დეპუტატი ალექსი გონჩარენკო ამბობს. 

მისი თქმით, სადიაგნოსტიკო სამედიცინო ცენტრისა და "იუბილეინის" სახლის გვერდით მდებარე ავტოსადგომზე ადამიანები პირდაპირ მანქანებში დაიწვნენ.

ცნობისთვის, ვინიცაში რუსეთმა დღეს რაკეტები ჩამოყარა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 20 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. არიან დაჭრილებიც.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი