ოჯახის ინფორმაციით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მიმართ სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო. გოგაშვილის შვილი ამბობს, რომ საგამოძიებო სამსახურიდან მას უკვე დაუკავშირდნენ, თუმცა, უწყებას ოფიციალური განცხადება ამ დროისთვის არ გაუვრცელებია.
სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა გოგაშვილზე ფიზიკურად იძალადეს. გარდა ამისა, ისინი კონკრეტულ სახელსა და გვარს ასახელებენ. მათი ინფორმაციით, გოგაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა გიორგი ღამბაშიძემ მიაყენა. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ღამბაშიძეს საგამოძიებო უწყებაში მოსვლა მოუწიოს. ასევე გამოიკითხებიან გოგაშვილის ოჯახის წევრებიც.
ცნობისთვის, სოსო გოგაშვილი სპეცოპერაციის შედეგად 16 ივლისს დააკავეს. მას გამოძიება სსკ-ის სამი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, მათ შორის არის იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და პერსონალური ინფორმაციის ხელყოფა.
ამ წუთებში კი სუსის შენობაში სოსო გოგაშვილს ბრალს ოფიციალურად აცნობენ.
ამავე თემაზე: