უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

გამოქვეყნდა:

უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

დოკუმენტს უკრაინის მხრიდან ხელს აწერს უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, თურქეთის მხრიდან თურქეთის თავდაცვის მინისტრი და გაეროს გენერალური მდივანი.

ანალოგიურ დოკუმენტს დღეს ხელი უნდა მოაწერონ თურქეთმა, გაერომ და რუსეთმა.

მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი ხელმოწერა არ იქნება. 

დოკუმენტზე რუსეთის მხრიდან ხელს, თავდაცვის მინისტრი შოიგუ მოაწერს, რომელიც თურქეთში დღეს გაემგზავრა. 

უკრაინა რუსეთთან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ არანაირ დოკუმენტს არ აწერს ხელს, შეთანხმება თურქეთთან და გაეროსთან გაფორმდება - განმარტა დღეს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი