რუსული ფსბ-სა და სუსის საიდუმლო კავშირები და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან გაქცეული პირებისთვის გახსნილი საქართველოს საზღვარი. უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ბრალდებების ადრესატი კვლავ ოცნების ხელისუფლებაა.
დაზღვევის მონაცემებზე დაყრდნობით, დავით არახამია აცხადებს, რომ რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლებს ათიათასობით დოლარის სანაცვლოდ საქართველოში დევნილები საბუთების გარეშე გადმოჰყავთ და უპრობლემოდ კვეთენ საზღვარს.
ომში მყოფი ქვეყნის ლიდერების ბრალდებებზე საქართველოს ხელისუფლებას პასუხი არ აქვთ და ისევ თავდასხმით ცდილობენ პასუხისმგებლობის არიდებას.