ნოვოფედოროვკაში აფეთქებების შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 1 ბავშვია | ანექსირებული ყირიმის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრი

გამოქვეყნდა:

ყირიმში, ნოვოფედოროვკაში აფეთქებების შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო TASS მოსკოვის მიერ დანიშნულ ყირიმის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელზე დაყრდნობით იუწყება.

მისი თქმით, დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია, ამასთან, ერთ-ერთ დაშავებულს ოპერაცია უტარდება.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ცნობები, რომ ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედოროვკაში ძლიერი აფეთქებებია. ამის შემდეგ განცხადება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა. თქვა, რომ ყირიმში აეროდრომის ტერიტორიაზე რამდენიმე საავიაციო საბრძოლო მასალა აფეთქდა, თუმცა მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია და არც საავიაციო ტექნიკა დაზიანებულა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი