ახლა არ არის დრო, რომ უკრაინის ომის პარალელურად, რუსეთის მოქალაქეებმა EU-ში საყიდლებზე, ან დასასვენებლად იარონ - ბორელი გადაწყვეტილებაზე

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია - EU რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებას აჩერებს. გადაწყვეტილება გაერთიანების ლიდერებმა პრაღაში მიმდინარე არაფორმალურ სამიტზე მიიღეს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელი განმარტავს, რომ არ სურთ იმ პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე ადამიანებთან ურთიერთობის გაწყვეტა, ამიტომ კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდნენ:

"ორდღიან არაფორმალურ შეხვედრაზე შესაძლებლობა მოგვეცა ჩვენი შეხედულებები ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა. ევროკავშირის ტერიტორიაზე შემოსვლა უკვე ავუკრძალეთ ყველას, ვინც პუტინის რეჟიმს მხარს უჭერს. დღევანდელ შეხვედრაზე მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირი რუსეთთან გამარტივებულ სავიზო რეჟიმზე შეთანხმებას შეაჩერებს. ახლა არ არის დრო, რომ უკრაინის ომის პარალელურად, ამ ადამიანებმა ევროკავშირში საყიდლებზე, ან დასასვენებლად იმოგზაურონ, თუმცა გარკვეული ინტერესების გათვალისწინებთ, არიან ადამიანები, რომლებიც შემოსვლას შეძლებენ. ჩვენ არ გვსურს პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე ადამიანებთან კავშირი გავწყვიტოთ. ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვიზის გაცემის დროს,  უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარიგებული რუსული პასპორტები არ მივიღოთ, რადგან მას არ ვაღიარებთ. 

რუსეთის მეზობელ ქვეყნებში ვითარება იცვლება, აქედან გამომდინარე, ამ ქვეყნებს აქვთ უფლება ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისობაში იმოქმედონ, თუმცა ვიზის გაცემა შენგენის წესებთან შეთანხმებით უნდა მოხდეს. ამ საერთო გადაწყვეტილების საბოლოოდ დასამტკიცებლად მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. სამწუხაროდ, დღეს არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ რუსეთს აგრესიის შეჩერება სურს" განაცხადა ბორელმა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი