
"დიახ, ხიდაშელის, მამაცაშვილების, რუხაძის და ა.შ. უკრაინის მიერ დასანქცირება არის პირველი ნაბიჯი, რომ ეს ადამიანები ძალიან მალე მოხვდებიან საერთაშორისო პარტნიორების სანქციების ნუსხაში", - ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე უკრაინის მიერ ივანიშვილისა და მისი გარემოცვის დასანქცირების მოთხოვნას.
მოგეხსენებათ, რომ სააგენტოს და უკრაინული მხარის მიერ ამ ადამიანების საერთაშორისო სქემების და რუსეთთან კავშირის გამოქვეყნებამ რეალურად არ შეიძლება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე ჰპოვოს გავრცელება, ეს სქემები, რა თქმა უნდა, გადაეცემა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ჩვენ, მე მინდა ძალიან გულწრფელად გითხრათ, რომ ამაზე ჩვენ ვმუშაობთ დიდი ხანია, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა იცოდნენ, თუ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, - ამბობს დეკანოიძე.
იხილეთ ასევე: