"რეფერენდმები დასრულდა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში" - მედვედევი

გამოქვეყნდა:

"რეფერენდმები დასრულდა.

შედეგები აშკარაა.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში, რუსეთში!" ასე ეხმაურება რუსეთის  უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მედვედევი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართულ ფსევდორეფერენდუმებს, სადაც ხალხი ოკუპანტებმა დაშინებით, ზეწოლითა და მუქარით მიიყვანეს.

რეფერენდუმები დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ჩატარდა. რუსული მედიის მტკიცებით, უმრავლესობამ რუსეთთან შეერთებას "მისცა ხმა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი