სანქციებს დავუწესებთ პირებსა და სუბიექტებს, რომლებიც ე.წ. რეფერენდუმებთან კავშირში არიან - ტრუდო

გამოქვეყნდა:

კანადა ახალ სანქციებს დაუწესებს "პირებს და სუბიექტებს", რომლებიც მონაწილეობენ უკრაინაში "ყალბი რეფერენდუმების" ჩატარებაში, განაცხადა სამშაბათს პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ.

"კანადა არ აღიარებს და არც არასოდეს აღიარებს ამ ყალბი რეფერენდუმის შედეგებს ან რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიის მცდელობას", - თქვა ტრუდომ.

ცნობისთვის, ოკუპანტი ქვეყნის ინფორმაციით, უკრაინაში ფსევდორეფერენდუმები დასრულდა, რომლის "წინასწარი შედეგითაც" დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში რუსეთთან შეერთებას მოსახლეობის 90%-ზე მეტი უჭერს მხარს. ამ "რეფერენდუმებს" დასავლეთი და ცივილიზებული სამყარო არ აღიარებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი