"უკრაინაში დღეს მასიური დაბომბვა მოხდა, რის გამოც ქვეყნის დიდი ნაწილი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ არის ომის დანაშაული და ვერ დარჩება დაუსჯელი".
წერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ტვიტერზე, უკრაინაზე 23 ნოემბერს მიტანილი მორიგი სარაკეტო იერიშის შესახებ, რომლის შედეგადაც უკრაინისა და მოლდოვის დიდ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.