
შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, თებერვლის ბოლოს უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე პოლონეთში ვიზიტს გეგმავს. ინფორმაციას NBCnews სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროებმა მედიასთან აღნიშნეს, რომ სანამ თეთრი სახლი ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად არ დაადასტურებს, გადაწყვეტილება საბოლოო არაა.
მედიასთან ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
შეგახსენებთ, 5 თებერვალს Reuters წერდა, რომ პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ ბაიდენი ქვეყანაში ვიზიტის ნამდვილად გეგმავს. ადმინისტრაციის წარმომადგენელს თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა თქვა, რომ ეს ვიზიტი მალე შედგება.
ბაიდენმა ჟურნალისტებთან იანვრის ბოლოს განაცხადა, რომ არაა დარწმუნებული ეწვევა თუ არა ევროპას უახლოს თვეში.