Politico: "რუსეთი საქართველოს სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორია"

გამოქვეყნდა:

"პრემიერმინისტრის თქმით, საქართველოს დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე მიბმა "სასაცილოა", - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა Politico და კატარში, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება. 

მედიასაშუალება ციტირებს ღარიბაშვილს, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის შეფერხება რუსეთის ეკონომიკაზე მცირე გავლენას მოახდენს. მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერმინისტრი უარყოფს ევროკავშირის წინადადებას სანქციების დაწესების შესახებ იმ მესამე ქვეყნებისთვის, რომლებიც მოსკოვთან საქმიან ურთიერთობას განაგრძობენ.

"რუსეთი საქართველოს სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორია", - წერს გამოცემა და განმარტავს, რომ 2022 წელს, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2,5 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამ ინფორმაციას ის საქსტატზე დაყრდნობით ავრცელებს. 

იხილეთ ფრაგმენტები ღარიბაშვილის პრორუსული გამოსვლიდან:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი