საქართველო არ უნდა გადაიქცეს რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის პლატფორმად - ეს არის სანქციების კოორდინატორების მთავარი გზავნილი "ოცნების" ხელისუფლებისთვის. ორდღიანი შეხვედრების შემდეგ ევროკავშირის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები ქვეყანას მმართველი გუნდის კონკრეტული გარანტიებით ტოვებენ, და სწორედ ამ გარანტიების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული აღმოჩნდება თუ არა საქართველო საერთაშორისო წნეხის ქვეშ.
თბილისში მყოფ სანქციების ტრიოს არც ის დაუმალავს იმედგაცრუება, რომ ქვეყანა რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო შეზღუდვებს ამ დრომდე არ უერთდება.
იხილეთ ასევე: