ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე რუსეთის მხრიდან ოდესაზე თავდასხმას ეხმაურება და წერს, რომ დასავლეთმა უკრაინას საჭირო იარაღი დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს.
"ოდესა ღამით რუსეთის ცეცხლის ქვეშ იყო. საკათედრო ტაძარი, სხვა კულტურული ღირსშესანიშნაობები - არაფერია დაცული, არაფერია წმინდა.
ჩვენ ვაგვიანებთ მოქმედებას: ATACMS-ები და შორი დისტანციის რაკეტები უკრაინას ახლავე უნდა მიეწოდოს, სხვა შემთხვევაში, იქნება მეტი ნგრევა", - წერს იუკნევიჩიენე.
შეგახსენებთ, 22 ივლისის ღამეს რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 22 დაშავდა. დაშავებულებიდან 14, მათ შორის 3 ბავშვი, კლინიკაშია გადაყვანილი.
თავდასხმის შედეგად დაზიანდა ფერისცვალების ისტორიული ტაძარი, დაინგრა ინფრასტრუქტურა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. რუსეთი კი ამტკიცებს, რომ რუსმა სამხედროებმა ოდესაში იერიში მხოლოდ იმ ობიექტებზე მიიტანეს, სადაც "რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ტერორისტული აქტები მზადდებოდა".
ამავე თემაზე: