მინსკში "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი სცემეს და დააკავეს

გამოქვეყნდა:

მინსკში "რადიო თავისუფლების" ადგილობრივი სამსახურის თანამშრომელი ვიტალი ციგანკოვი და მისი მეუღლე დააკავეს. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებსოლგა ციგანკოვამ თქვა, რომ ქმართან ერთად, ოთხშაბათს სახელმწიფო ავტოინსპექციამ გააჩერა და მანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვა. მას შემდეგ, რაც ციგანკოვებმა საბუთების ფანჯრიდან ჩვენება მოინდომეს, ინსპექციის თანამშრომელი პისტოლეტით დაემუქრა. მას შემდეგ, რაც ოლგა ციგანკოვა, რომელიც მანქანას მართავდა, არ დაემორჩილა ბრძანებას, ინსპექციის თანამშომლებმა ვიტალი ციგანკოვი მანქანიდან გამოათრიეს და ცემა დაუწყეს.

ბელარუსი უფლებადამცველი ორგანიზაცია "ვიასნა" იტყობინება, რომ ვიტალი და ოლგა ციგანკოვები სამედიცინო უნივერსიტეტის მახლობლად, მედიკოსთა აქციის დროს დააკავეს. 130-ზე მეტი მედმუშაკი თეთრ ხალათებში გამოვიდა ლოზუნგებით „მედიკოსები ძალადობის წინააღმდეგ“ და „შეწყვიტეთ ძალადობა“. ამით ექიმები შეუერთდნენ სტიქიურ აქციებს და გააპროტესტეს მილიციის ძალადობა ხალხის მიმართ, რომელიც პატიოსან არჩევნებს ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს ჩატარდა. 1994 წლიდან უცვლელმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, 26-წლიანი მმართველობის შემდეგ, კენჭი მეექვსედ იყარა და თავი ამჯერადაც გამარჯვებულად გამოაცხადა. 

საარჩევნო პროცესი დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ხმის მიცემის დროს მინსკის პოლიციამ ოპოზიციის რამდენიმე მხარდამჭერი დააკავა. ოპოზიციამ მიმდინარე პროცესები მაშინვე გააპროტესტა და მთავრობა ადამიანის უფლებების დარღვევასა და ხელისუფლების უზურპაციაში დაადანაშაულა.

შედეგების გასაჯაროების შემდეგ უკმაყოფილო მოსახლეობა ქუჩაში უკვე მასობრივად გამოვიდა და ლუკაშენკოს მთავრობა არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. დაპირისპირება მოხდა მინსკსში, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა. ათობით ადამიანმა მძიმე დაზიანება მიიღო. დააკავეს 200-მდე დემონსტრანტი. ლუკაშენკომ აქციაზე გამოსულ საკუთარ ხალხს სწორედ ის ტყვიები დაუშინა, რომლითაც თბილისში, 2019 წლის 20 ივნისს, აქციის დარბევისას, მოქალაქეებს სასტიკად გაუსწორდნენ. 

მინსკში, პოლიციასთან შეტაკებებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი მძიმედ დაშავდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, სამართალდამცველებმა 3 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი